,,გავიცანი საქართველოს უდიდესი მეგობარი" - ნიკა მელია ამერიკელ სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

16.06.21 14:00
,,გავიცანი საქართველოს უდიდესი მეგობარი" -  ნიკა მელია ამერიკელ სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღეს ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორს,  რონ ჯონსონს, შეხვდა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, საუბარი შეეხო საქართველოს განვითარების პერსპექტივებს. ,,ენმ" ლიდერის თქმით, ჩვენს ქვეყანას ასეთი ერთგული მეგობარი ძალზე ცოტა ჰყავს.

მოხარული ვარ, რომ პირადად გავიცანი საქართველოს უდიდესი მეგობარი, მასზე ბევრი მსმენია, მათ შორის ისიც, რომ ჩემი ციხის საკანში ყოფნისას როგორ იცავდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, მის ფასეულობებს.            

საქართველოს ასეთი ერთგული მეგობარი თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს. ყველა მიმართულებით სენატორი მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ნიკა მელიამ.

,,ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია ამერიკაში 4 დღეა, რაც იმყოფება.  

მსგავსი სიახლეები