საპარლამენტო კონტროლის შესუსტება - "ოცნება" მიზეზად პანდემიას ასახელებს

16.06.21 13:57
საპარლამენტო კონტროლის შესუსტება - "ოცნება" მიზეზად პანდემიას ასახელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო კონტროლი მთავრობაზე შესუსტებულია, მმართველ გუნდში მიზეზს უძებნიან. „ქართული ოცნების“ წევრები ფაქტს პანდემიით ხსნიან, თუმცა ამბობენ, რომ ამ კუთხით არა ერთი პროგრესული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან უკვე იქნა გადადგმული.

პანდემიის დროს ბევრი რაღაც ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელდეს. პარლამენტიც მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციურ მუშაობაზე იყო. სტატისტიკა თავისაზე მეტყველებს, ეს არის ძალიან გაზრდილი რაოდენობა მინისტრების, პრემიერ-მინისტრის მოსმენების, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა.

ამავე აზრზს იზიარებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძეც. 

მიზეზები ხომ ვიცით ბოლო პერიოდში, რა იყო მიზეზი იმისა, რომ მინისტრები სრულფასოვნად ვერ ახორციელებდნენ პარლამენტში მოსვლის ამ ფუნქციას. ეს ახსნადია, მე მგონი. ბოლო წლებში ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რასაც ჰქვია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება და რეალურად ქმედითი კონტროლი ხელში აღება, რასაკვირველია, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა წინ, - ამბობს  სარჯველაძე. 
 

მინისტრები, რომლებიც დეპუტატებს არ ემორჩილებიან - კვლევას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს. დოკუმენტით ირკვევა, რომ არჩეული საკანონმდებლო ორგანო ხშირ შემთხვევაში ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს საქართველოს მთავრობაზე. 

 

მსგავსი სიახლეები