საქართველოში რუსული კომპანიების დარესგისტრირება რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებას ემსახურება - ოთო აბესაძე
საქართველოში დიდი რაოდენობით რუსული კომპანიების დარეგისტრირებაში ეკონომისტები საფრთხეებს ხედავენ. ოთარ აბესაძე ფიქრობს, რომ ეს ფაქტი შესაძლოა, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ემსახურებოდეს.
როდესაც ქვეყანაში რეგისტრირდება სანქციების ფონზე 20 ათასზე მეტი კუპანტი სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული კორპორაცია, ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ აქ არის მსხვილი ფინანსური ნაკადები, ვინაიდან არაერთგზის მივიღეთ საპროტესტო ნოტა დასავლური ბანკებისგან, საფინანსო ინსტიტუტებისგან. დიდი და გონივრული ეჭვი მაქვს იმის, რომ ეს არის საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ახდენენ ე.წ. ფულის გარეცხვას და ფულის ტრანსფერს საქართველოდან დასავლური სამყაროს მიმართულებით და ეს ემსახურება რუსული ინტერესების გატარებას და ემსახურება რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებას, - ამბობს ოთარ აბესაძე.
"ლელომ" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მონაცემები გამოითხოვა, საიდანაც დადგინდა, რომ ხელისუფლებას რუსი ბიზნესსუბიექტების და რუსული კომპანიების დიდი ნაწილის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. საუბარია 22 582 რუსულ კომპანიაზე.
მოცემულ ვითარებაში "ლელო" საფრთხეებს ხედავს და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული საკითხი სასწრაფო რეჟიმში შეისწავლოს.