მინისტრები პარლამენტში დადიან, როგორც კაფეში - გიორგი ვაშაძე

16.06.21 14:09
მინისტრები პარლამენტში დადიან, როგორც კაფეში  - გიორგი ვაშაძე

პარლამენტი არის მთავარი ორგანო, რომელმაც მათრახი უნდა გადასცხოს მთავრობას, რომ ცოტა აამუშაოს, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მინისტრები და მოადგილეები საკანონმდებლო ორგანოში ფორმალურად დადიან. მისი თქმით, ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას არა ხალხის, არამედ მხოლოდ „მეფის“ წინაშე გრძნობს.  

პარლამენტი არის მთავარი ორგანო, რომელმაც მათრახი უნდა გადასცხოს მთავრობას, რომ ცოტა აამუშაოს. უნდა მოსცხოს ერთ ადგილზე წკეპლა იმისთვის, როცა ის არ მუშაობს. რა ხდება საქართველოში? პარლამენტი არის უფუნქციო. საქართველო არის არაფორმალური მმართველობის და დეინსტიტუციონალიზაციის ნათელი მაგალითი, სადაც ამოსავალი წერტილი ის კი არ არის ხალხს რა უნდა, ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან, არამედ რა უნდა მეფეს. მინისტრები, მოადგილეები თვლიან, რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში იმისათვის, რომ უბრალოდ ორი სიტყვა თქვან ფორმალურად და წავიდნენ უკან, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 
 

 მინისტრები, რომლებიც დეპუტატებს არ ემორჩილებიან - კვლევას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს. დოკუმენტით ირკვევა, რომ არჩეული საკანონმდებლო ორგანო ხშირ შემთხვევაში ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს საქართველოს მთავრობაზე. 

მსგავსი სიახლეები