კარტოფილით მოსყიდვის კრიმინალიზაციაც ხომ არ უნდა მოხდეს, ეგ რა საკითხში გადის? - ვაშაძე პარლამენტში

16.06.21 14:42
კარტოფილით მოსყიდვის კრიმინალიზაციაც ხომ არ უნდა მოხდეს, ეგ რა საკითხში გადის? - ვაშაძე პარლამენტში

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი დღეს პარლამენტის  სხდომაზე დაინტერესდა, საიდან აგროვებს მმართველი პარტია ამომრჩეველთა მოსასყიდ თანხებს. 

100 ლარს ქვემოთ რომ კრიმინალიზაცია მოხდა მოსყიდვის, ეს კარგია, მაგრამ  პომიდვრითა და კარტოფილით მოსყიდვის კრიმინალიზაციაც ხომ არ უნდა მოხდეს, ეგ რა საკითხში გადის? მთავარი საკითხი მოსყიდვაში არჩევნების კუთხით ის კი არის, რომ ვინ ვის უხდის 100 ლარებს, არამედ, საიდან გროვდება ის ფული.  შეიძლება, მოსყიდვის სიაში ჯონჯოლიც შევიყვანოთ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტში დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა სახელმწიფო აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

მსგავსი სიახლეები