გავერთიანდეთ ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად - სოფო ჯაფარიძე

23.11.23 13:40
გავერთიანდეთ ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად - სოფო ჯაფარიძე

"გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარშემო, რასაც ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება ჰქვია"- ასეთია მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის პოზიცია იმ აზრთა სხვადასხვაობაზე, რომელიც ენმ-ში 23 ნოემბრის მანიფესტმა გამოიწვია. 

სოფო ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის მუშაობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ყველა სწორედ მესამე პრეზიდენტის გარშემო უნდა გაერთიანდეს. 

მესმის, რომ შეიძლება, ადამიანები ყველაფერს არ ეთანხმებოდნენ ამ მანიფესტშიც, მაგრამ აქ არის "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე დიდი ძალა, რომ დიახ, პარტიაში არსებობდეს განსხვავებული პოზიციები და განსხვავებული აზრი. მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის, გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარშემო, რასაც ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება ჰქვია. რაც შეეხება ხელმოწერებს და იმას, ვის მოსწონს მანიფესტი და ვის არ მოსწონს, ერთი არის მნიშვნელოვანი, ყველა უნდა გავერთიანდეთ მიხეილ სააკაშვილის გარშემო. მან თქვა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას პარტიის მუშაობაზე და ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი იყო ნათქვამი - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

ნიკა მელიას ფლანგი ამტკიცებს, რომ მანიფესტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა,  "კვიპროსული ჰაერი იგრძნობა".

ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე, მიხეილ სააკაშვილმა მისი პარტიის ერთიანობის მანიფესტი გამოაქვეყნა. "ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ" - მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ 2004 წლის არჩევნებით ქართული ოცნება ხელისუფლებიდან არ წავიდა,  "ქვეყანას დავკარგავთ". 

მსგავსი სიახლეები