"მადლობელი ვარ" - პრეზიდენტი გინტურის შესახებ რეზოლუციაზე ევროპარლამენტს მადლობას უხდის

23.11.23 16:03
"მადლობელი ვარ" - პრეზიდენტი გინტურის შესახებ რეზოლუციაზე ევროპარლამენტს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ ოკუპანტების მხრიდან სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის შესახებ მიღებული რეზოლუციას ეხმაურება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. 

ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა.

მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან", - წერს ზურაბიშვილი.

495 ხმა 7-ის წინააღმდეგ! - ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი. 

 

მსგავსი სიახლეები