საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, მთელი ოჯახი გადავდივართ ცხინვალში - გახელაძის მამა

16.06.21 15:20
საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, მთელი ოჯახი გადავდივართ ცხინვალში - გახელაძის მამა

ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე "ტვ. პირველთან" კიდევ ერთხელ ადასტურებს ოჯახის გადაწყვეტილებას, რომ 23 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალში გადავიდნენ და შვილის დაბადების დღეს იზოლატორში მასთან ერთად შეხვდნენ: 

ხელისუფლება ყველანაირად გვპირდებოდა, რომ გვერდში დაგვიდგებოდა და ზაზას ტყვეობიდან დაიხსნიდა. მეთორმეტე თვე დაიწყო, რაც ჩემი შვილი დაკავებულია, თუმცა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. 23-ში აქვს დაბადების დღე და მთელი ოჯახი გადავდივართ ცხინვალის ტერიტორიაზე. სახლში რომ ვარ, ვერაფერს ვაკეთებ - ვზივარ, თუ ვწევარ, მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობ. მირჩევნია, მეც მოვიხადო 12 წელი, ვიდრე აქ ველოდო'- აცხადებს მიხეილ გახელაძე. 

ზაზა გახელაძისა და ცხინვალის ციხეში მყოფი სხვა მოქალაქეების ბედი ისევ გაურკვეველია. გუშინ ერგნეთის რიგით მეასე შეხვედრაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება, მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მსგავსი სიახლეები