სახელმწიფო საპატრიარქოს მიწის ნაკვეთებს გადასცემს, სადაც მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება
სახელმწიფო საპატრიარქოს ახალ მიწის ნაკვეთებს გადასცემს, სადაც მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 3 სახლის ასაშენებლად 1500 კვადრატამდე მიწის ნაკვეთი იქნება საჭირო.
ხელისუფლების, ევროკავშირის, გაეროს ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ისგან სრული თანხმობაა. რჩევებს და რეკომენდაციებს ყველაფერს გავითვალისწინებთ" - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მცირე ზომის დაწესებულებები ევროპული სტანდარტის შესაბამისი იქნება, სადაც სურვილის შემთხვევაში ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები გაააგრძელებენ ცხოვრებასა და სწავლას.