რუსული კომპანიები ქართულ ტენდერებში - მესამე სექტორი საფრთხეებზე საუბრობს

24.11.23 13:35
რუსული კომპანიები ქართულ ტენდერებში - მესამე სექტორი საფრთხეებზე საუბრობს

რუსული კომპანიები ქართულ ტენდერებში - მესამე სექტორი საფრთხეებზე საუბრობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი ბესო ნამჩავაძე ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მოხდეს ქართული კომპანიების მიერ რუსული პროდუქციის მიწოდება. მისი თქმით, აუცილებელია რუსული სანქცირებული პროდუქციის შეზღუდვა. 

რომ არ მოხდეს ისე, რომ ქართულმა კომპანიამ, რეალურად, სახელმწიფო შესყიდვებში მიაწოდოს რუსული პროდუქცია, თვითონ რუსული პროდუქციის შესყიდვა უნდა შეიზღუდოს. ანუ უნდა შეიზღუდოს ნებისმიერი სანქცირებული რუსული კომპანიის ან შეიძლება რუსული კომპანიის მფლობელი იყოს სანქცირებული, ასეთი კომპანიებისგან საქონლის და მომსახურების შესყიდვა. სულ რომ ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვოს ტენდერში, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შემოიტანოს სანქცირებული რუსული კომპანიის პროდუქცია. გარდა ამისა, ვფიქრობ, უნდა არსებობეს ჩამონათვალი, სტრატეგიული საქონლის და მომსახურების, რაც არ შეიძლება რუსეთისგან შევიძინოთ. უშუალოდ რუსული კომპანიები ტენდერებში თითქმის აღარ შემოდიან, ფუძნდება შუამავალი ქართული კომპანიები ან ქართელები აფუძნებენ იმიტომ, რომ შემოიტანონ რუსეთიდან პროდუქცია და ძირითადა, აქ არის მილიონობით ბრუნვა, - ამბობს ნამაჩვაძე. 

კორუფციის მკვლევარი ბადრი ნიაური კი ამ კუთხით რეგულაციების შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს. 

რეგულაციების შემუშავება უნდა მოხდეს ისე, რომ რუსულმა კომპანიებმა არ გამოძებნონ ახალი გზები სანქციების გვერდის ასავლელად. ბუნებრივია, უკვე ქართულ რეგულაციას ამოფარებულმა. არასწორი პოლიტიკა საბოლოოდ აისახება ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონონიკურ პერპსექტივაზე, რაც გამოიხატება ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში: ქვეყანა იქნება არსანდო როგორც პოლიტიკურად, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით, - ამბობს ნიაური. 

"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ ტენერებთან მიმართებაში საკითხს კანონმებლობა არეგულირებს, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესზეა ორიენტირებული.

ტენდერთან მიმართებაში ეს იურიდიული კომპონენტი ყველაზე ნაკლებია. რეალურად აქ საკითხი დგას ტენდერთან მიმართებაში თუ მეკითხებით, ამას არეგულირებს შესაბამისი კანონმებლობა. ეს კანონმდებლბა არის ქვეყნის ინტერსებზე და ბუნებრივია, ჩვენი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და ამ კანონმებლობის სრული დაცვით ხდება სახელმწიფო შესყიდვები, - ამობს ალუდა ღუდუშაური. 

შეგახსენებთ, რომ "ლელო" ახალი ინიციატივა წარადგინა. ოპოზიციუირ პარტია მოითხოვს, რომ ქართულ ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობა აიკრძალოს.  

მსგავსი სიახლეები