ისტორიული შეხვედრა ჟენევაში - ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთის პირისპირ

16.06.21 18:37
ისტორიული შეხვედრა ჟენევაში -  ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთის პირისპირ

ჟენევაში, ვილა ლა გრანჟში, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უკვე სამი საათია გრძელდება.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ესწრებიან. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრა პუტინთან ამერიკის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ.

ცნობილია, რომ შეხვედრაზე  საუბარი იქნება სირიისა და ლიბიის კონფლიქტებზე, ადამიანთა უფლებებზე, აშშ-ს არჩევნებში ჩარევაზე, იარაღის კონტროლზე, კიბერ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. 

პროტოკოლის მიხედვით, ბაიდენის და პუტინის შეხვედრა 4-5 საათი გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია არ იგეგმება.