ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა

16.06.21 19:54
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელმაც 5 საათი გასტანა, დასრულდა. შეხვედრა 2 ნაწილისგან შედგებოდა და არც ერთი პრესისთვის ღია არ აღმოჩნდა.

შეხვედრის პირველი რაუნდი 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. პროტოკოლით კი საათი და 15 წუთი იყო გათვალისწინებული.

მეორე რაუნდი უფრო გაფართოებულ რეჟიმში გაგრძელდა. ორი ქვეყნის ლიდერების გარდა მასში დელეგაციის წევრებიც იყვნენ ჩართული. თუმცა, ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია ცალ-ცალკე გამართეს.