"ოცნება" მასშტაბური თავყრილობისთვის ემზადება - პარტიული ღონისძიების ინიციატორი პრემიერია
„ქართული ოცნება“ მასშტაბური თავყრილობისთვის ემზადება - მოსაწვევები ღონისძიების დამსწრე პირებს უკვე დაურიგეს. ბორჯომში დაგეგმილი პარტიული შეხვედრის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ შეხვედრაზე 10 წლიან ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრებენ. მათი თქმით, ასევე, იმსჯელებენ საარჩევნო საკითხებზეც.
მმართველი გუნდის წევრი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ პრემიერის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერია.
ბატონ პრემიერს ნუ წაართმევთ იმის უფლებას, რომ გუნდთან ურთიერთობა იქონიოს და ჩვენ ამ ინიციატივას ძალიან დიდი სიმოვნებით და ენთუზიაზმით დავთანხდმით. იქ, სადაც სკანდალი არ არის, თქვენ ვერ იპოვით ამას. მიეცით პარტიას, გუნდის ლიდერებს საშუალება, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ვითარებაში იმსჯელოს გუნდთან ერთად, გავიაროთ რაღაც საკითხები, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
მმართველი პარტიის მასშტაბური ღონისძიება ბორჯომში 19-20 ივნისს გაიმართება. რატომ არ იყო შეხვედრის ორგანიზატორი ირაკლი კობახიძე და იქნება თუ არა შეხვედრაზე საუბარი რაიმე სახის იერარქიულ გადანაცვლებებზე, ჯერჯერობით უცნობია.