გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

17.06.21 11:56
გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია, ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის, შეხვდა. 

პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს 
 ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება. 

ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის  საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო. 


ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძე, დასავლელ პარტნიორებთან  შეხვედრებს მართავენ. ევროპარლამენტარებს  გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან ერთად საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო.