ზუგდიდისა და ხობის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

28.11.23 15:43
ზუგდიდისა და ხობის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და ახლი არჩევნების ჩატარებას ნაცმოძრაობის კიდევ 17 წევრი ითხოვს - საგანგებო განცხადება დღეს ზუგდიდის საკრებულოს  ფრაქციის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა გაავრცელეს.

განცხადებაში ენმ-ს წევრები რომ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა სწორედ ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს და უნდა წავიდეს.

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ  გაგვაჩნია.  
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

1. მაია კალანდია;
2. თემურ ბასილაია;
3. კახა ჩანგელია;
4. მაია გაწერელია;
5. გიორგი სორდია;
6. მარიამ ახალაია;
7. ბესიკ გაბუნია;
8. გია მამფორია;
9. ლაშა ბეჭვაია;
10. დარეჯან გაბედავა;
11. ხათუნა შამუგია;
12. მირანდა ესებუა;
13. თამთა ჭიჭინაძე;
14. პაატა ადამია;
15. მირანდა გოგოხია;
16. მაია კუკავა;.
17. ბესიკ ჭეჟია

ამასთან, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმაც, სადაც აღნიშნულია, რომ „პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა“.

„იმისთვის, რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.

ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 11-დან 10 საკრებულოს წევრი: ია ჯიშკარიანი, გურიელ ქარდავა, ლევან ლაშხია, ლელა ადანაია, ვეფხვია ფოცხორაია, მოგელი ხუხია, ნინო ბოკუჩავა, ბესიკ თამლიანი, ფელიქს წურწუმია, ჯანსუღ ჯიშკარიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდა ენმ-ის წევრმა, გიორგი მუმლაძემაც.

მსგავსი სიახლეები