დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გავაჩეროთ - ირაკლი ქადაგიშვილი

17.06.21 13:13
დოკუმენტში  არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა  უნდა გავაჩეროთ - ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება შარლ მიშელის დოკუმენტს არ ეწინააღმდეგება. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ შეთანხმებაში მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. 

მმართველი გუნდის წევრის განმარტებით, ქვეყანაში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია, მოქალაქეები კი სასამართლო პროცესების დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარებას ითხოვენ. მისი თქმით, სწორედ ეს განსაზღვრავს, რომ სასამართლო რეფორმის პარალელურად სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება მიმდინარეობს. 

იმ დოკუმენტში  არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა ჩვენ უნდა გავაჩეროთ. ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვენეციის კომისიიის რეკომდენაციების საფუძველზე მოვახდინეთ მთელი რიგი ახალი ინიცირებები კანონთან დაკავშირებით. პროცესი ღიაა. მწვავე დეფიციტია ქვეყანაში მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით და პირველი მოთხოვნა, რაც სასამართლოთი მოსარგებლე მოქალაქეებს აქვთ, სასამართლო პროცესები წარიმართოს სწრაფად. ამისთვის საჭიროა, რომ სასამართლო რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს, მის პარალელურად სასამართლო კორპუსის შევსებაც ხდებოდეს, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები