ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა - გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტში გამოჩნდა. ,,დიდი წასვლის" შემდეგ გრიგოლ ვაშაძე საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველად მივიდა. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ფრაქციაში გაწევრიანების გარდა ვაშაძე ასევე, საგარეო საკითხთა კომიტეტში წევრიც გახდა და სწორედ ამ კომიტეტის სხდომას ესწრება დღეს.
პოლიტიკოსი საპარლამენტო მუშაობაში ჩართვასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს.
სიმართლე გითრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, არც ვაპირებდი შემოსვლას, მაგრამ რახან შემოვედი, ამ ნდობას გამართლება უნდა ამომრჩევლის. სხვისი საქციელის შეფასებას არ დავიწყებ, მაგრამ ორი რაღაცის თქმა შემიძლია თქვენთვის. დეკემბერში კიდევ უფრო უკეთესი დოკუემნტის გამოტანა შეიძლებოდა - პირველი და მეორე, ამნისტიის ასეთი ინტეპრეტირება, როგორსაც აკეტყებს „ქართული ოცნება“ არის სრული მავნებლობა, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.