საქართველოში არავინ დარჩება დაუსჯელი ელიტური კორუფციის გამო - ბადრი ჯაფარიძე

17.06.21 13:57
საქართველოში არავინ დარჩება დაუსჯელი ელიტური კორუფციის გამო - ბადრი ჯაფარიძე

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია ,, ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ელიტური კორუფციის შემსწავლელი  საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ თემაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. 

ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის , ბადრი ჯაფარიძის, ინფორმაციით, საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიან და ამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო კომისიას ექნება.

 ჩვენი ამოცანაა, შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტებს, დაადგენს მათში გარეულ პირებს, მათ შორის, თანამდებობის პირებს, ამით ჩვენ შევქმნით პრეცენდენტს, რომ საქართველოში აღარასოდეს არ დარჩება დაუსჯელი მასშტაბური ელიტური კორუფცია. კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. რადგან საქმე გვაქვს ხალხის ბიუჯეტის ხარჯვასთან. მითვისებასთან და შემდგომ პოლიტიკური კორუფციის მიზნით გამოყენებასთან. დღემდე არც ერთი ფაქტი კორუფციის არ არის გამოძიებული, 200 მილიონამდე ლარის მითვისების საქმეებია, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო ფაქტია, ეს ასობით მილიონი ლარია. საეჭვოა ის გარემოებებიც, როცა პირდაპირი შესყიდვის შემდეგ კომპანიები პირდაპიორ ხდებიან მმართველი პარტიის შემომწირველები. ეს პირდაპირი პოლიტიკური კორუფციაა. ამიტომ ამ კომისიის შექმნა გარდაუვალი აუცილებლობაა. გვაქვს ოპოზიციის მხარდაჭერა, იმედი გვაქვს, ხელისუფლებაც შემოიგვიერთდება. - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.