დემარშით წასული ელჩი და ექსპრემიერი ბრიუსელში - გაწევრიანდება თუ არა ნატალია საბანაძე გახარიას გუნდში

17.06.21 14:22
დემარშით წასული ელჩი და ექსპრემიერი ბრიუსელში - გაწევრიანდება თუ არა ნატალია საბანაძე გახარიას გუნდში

დემარშით წასული ელჩი შესაძლოა, გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანდეს -  ნატალია საბანაძე ბრიუსელში ექსპრემიერის გვერდზე ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე გამოჩნდა. მოიაზრება თუ არა სამომავლო თანამშრომლობა ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩისა და  გიორგი გახარიას შორის, ესქპრემიერის გუნდში გადაჭრით არ პასუხობენ. 

დღის წესრიგი ამ შეხვედრებისა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. ეს იქნება ევროინტეგრაცია, ნატოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები და პოლიტიკური ვითარება, რაც დღეს საქართველოსია, მათ შორის, მოახლოებული არჩევნები. რაც შეეხება ნატალია საბანაძეს, ნატა  საბანაძე არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ჩვენს გუნდს ქალბატონ ნატასტან, განსაკუთრებით გიორგი გახარიას, მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, მათ შორის, საქმიანი ურთიერთობა და ქალბატონი ნატას ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა ბრიუსელში აი, ამ შეხვედრების ფარგლებში. არ გავუსწროთ მოვლენებს, დროტა განმავლობაში ყველაფერს თქვენც და საზოგადოებაც ნახავს, - ამბობს ანა ბუჩუკური. 
 

მსგავსი სიახლეები