რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია

17.06.21 14:25
რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია.

ცხინვალის იზოლიატორში მოთავსებული ქართველის გათავისუფლების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურ, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით  მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). 
ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად - ნათქვამია განცხადებაში.

ლაშა ხეთერელი ოკუპანტებმა გასული წლის ივნისში დააკავეს. ხეთერელს ოჯახი ჰყავს ცხინვალში და მათთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ის დააპატიმრეს.

ამ წუთებში ლაშა ხეთერელი შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის ორი ქართველი რჩება, ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი. 

მსგავსი სიახლეები