ყოფილი ელჩი ყოფილ პრემიერთან ერთად ყავას მიირთმევს - ალუდა ღუდუშაური

17.06.21 14:30
ყოფილი ელჩი ყოფილ პრემიერთან ერთად ყავას მიირთმევს - ალუდა ღუდუშაური

ბრიუსელში ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ევროკავშირში ყოფილი ელჩის, ნატალისა საბანაძის, ერთად გამოჩენაში  „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის ეს ფაქტი უმნიშვნელოა. 

ყოფილი ელჩი ყოფილ პრემიერთან არის და ევროპარლამენტართან ერთად ყავას მიირთმევს, განსაკუთრებული რამე ხდება? ვიღაც სადღაც ოდესღაც მუშაობს, ეს იქნება ელჩის თანამდებობა, ეს იქნება მეხანძრე-მაშველის თანამდებობა, თუ სხვა. ჩვენთვის ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და არ მგონია, რომ ზედმეტი ყურადღება, ან ფოკუსი უნდა გაკეთდეს ამაზე, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
 

მსგავსი სიახლეები