მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნას - ლომჯარია პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებს
პრეზიდენტის ინიციატივას, რომ საზღვარგერთ მყოფი ემიგრანტებისთვის მეტი საარჩევნო უბნები უნდა გაკეთდეს, ყოფილი სახალხო დამცველიც იზიარებს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ასევე, ემიგრანტებს ხმის მიცემასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიეწოდოს.
მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ამას არ გააკეთებს ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ მაინც არის შესაძლებელი, რომ გაიხსნას უფრო მეტი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არიან უფრო დიდი რაოდენობით ემიგრანტები წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია მათთვის გადაადგილება. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რომ ემიგრანტებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, გაეფანტოთ ის არასწორი შიშები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მათი მხრიდან ხმის მიცემის პროცედურას, - ამბობს ლომჯარია.