არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ეწინააღმდეგება

17.06.21 15:43
არასამთავრობო სექტორი  მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ეწინააღმდეგება

ეს მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევაა- არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ეწინააღმდეგება. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტართა მედიაციით მიღებული შეთანხმებას ახლა მხოლოდ პარლამენტი თუ გადაარჩენს იმ შემთხვევაში, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემოთავაზებული კანდიდატების განხილვაზე უარს იტყვის. 

ახლა, როცა საბჭომ კანდიდატები წარმოადგინა, ერთი ვარიანტი დარჩა, რომ პარლამენტმა ისინი არ განიხილოს და დაელოდოს ფუნდამენტურ საკანონმდებლო ცვლილებებს. რომელიც მიშელის დოკუმენტით ქვეყანას ვალდებულებად აქვს აღებული. როცა ეს სანახევროდ არის გავლილი, ეს არ არის კარგი და ჯანსაღი პროცესი - აცხადებს მიხეილ სიმონიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, რომ სანამ მიშელის დოკუმენტი კანონმდებლობად არ ქცეულა, მანამდე მათ აქვთ ვალდებულება, რომ მოსამართლეთა შერჩევი პროცესი დაასრულონ. 

მოსამართლეები დისტანცირებული ვართ პოლიტიკისგან, ამიტომ ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების დებულების სანამ არ აისახება მოქმედ კანონმდებლობაში, კანონის ძალა არ მიეცემა, ჩვენ მისი გაცვის ვალდებულება არ გაგვაჩნია. პირიქით, მოქმედი კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დავასრულოთ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა 9 მოსამართლეს, რომელთა სიაც გადაეგზავნება დასამტკიცებლად პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანო კი განსაზღვრავს, იქნებიან თუ არა ეს პიროვნებები  უვადო მოსამართლეები. 

მოსამართლედ უკვე დაინიშნა ლევან მურუსიძის თანაშემწე, სალომე სამხარაძე და ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიდის მსჯელობა, დაინიშნოს თუ არა მოსამართლე ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი, ასევე მოსამართლედ.

მსგავსი სიახლეები