EU-ს გაფართოების პროექტში ღიად დარჩენილი საქართველოს საკითხი - ოპოზიციას დოკუმენტის შინაარსი არ უკვირს
ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში ღიად დარჩენილი საქართველოს საკითხი - ოპოზიციას დოკუმენტის შინაარსი არ უკვირს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, რაც EU-ს განსახილველ პროექტში წერია არის შეხსენება იმის, რომ რომც დაგვიდასტურონ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი, ამ პოლიტიკით, რასაც ეს რეჟიმი ატარებს, რეალური დაახლოება ან ევროკავშირის წევრობისკენ მნიშვნელოვანი არსებითი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოხერხდება
ეს მოწოდება, ეს ვითარება, რის გამოც ეს მოწოდება გახდა საჭირო, არის ჩვენთვის შეხსენება იმის, რომ რომც დაგვიდასტურონ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი, ამ მიდგომით, ამ პოლიტიკით, რასაც ეს რეჟიმი ატარებს, რეალური დაახლოება, მაგალითად, ნატოს წევრობა, ან ევროკავშირის წევრობისკენ მნიშვნელოვანი არსებითი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოხერხდება. კანდიდატის სტატუსზე, თუ დადასტურდა ეს გადაწყვეტილება, რაც, სავარაუდოდ, უნდა მოხდეს, ეს იქნება გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების გაგრძელება, ოღონდ ამ მიდგომით ჩვენ წინ ვერ წავალთ და არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ ვითარება ნაკლებად საგანგაშოა მანამ, სანამ ჩვენ ეს რეჟიმი გვყავს ხელისუფლებაში". - განაცხადა ბოკერიამ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მოწმობს, რომ საქართველოდან მკაფიო პოლიტიკურ გზავნილებს და ნაბიჯებს ელოდებიან.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენგან ელოდებიან მკაფიო პოლიტიკურ გზავნილებს და ნაბიჯებს, სამუშაო ფორმატებს, როდესაც დაიწყება პროცესი. პროცესის მნიშვნელობაც რომ არ ესმით და ამ პროცესსაც რომა რ აჩვენებენ, რომ შეუძლიათ პარტიული ინტერესები გვერდზე გადადონ და ერთად, ჩართულობით ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ, ესეც გზავნილი იქნებოდა ჩვენი პოლიტიკური ესთებლიშმენტის მხრიდან ჩვენი პარტნიორების მიამრთ, რომ ჩენ შეგვიძლია ერთად მუშაობა",- განაცხადა ლილუაშვილმა.
15 დღე კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე - ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, ჯერ კიდევ ღიადაა დარჩენილი საქართველოს საკითხი.
ევროპულ საბჭოს ისევ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, გახდება თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყანა. ეს ყველაფერი კარგად იკითხება ევროპული საბჭოს განსახილველ დოკუმენტში. აქცენტი ისევ ცხრა პირობა და რეფორმების შესრულებაა. დეოლიგაქრიზაცია, დეპოლარიზაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა.