უკვე გვაქვს სამომავლო გეგმა, რომელიც სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას გაწევრიანებაში დაეხმარება - თალაკვაძე
ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში ამ დრომდე ღიადაა დარჩენილი საქართველოს საკითხი, "ოცნება" კი ამბობს, რომ უკვე სამომავლო გეგმა აქვთ, რომელიც სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას გაწევრიანებაში დაეხმარება.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ გეგმაში ასახულია ყველა ის სამუშაო მიმართულება, რომელიც პრემიერის ლიდერობით უკვე დამტკიცდა საბჭოზე და როგორც კი პირველი კომუნიკაცია იქნება ევროკავშირისგან,ყველას ექნება მოსაწვევი, რომ ჩაერთოს პროცესში.
ჩვენ უკვე გვაქვს სამომავლო გეგმა, რომელიც სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას დაეხმარება უკვე გაწევრიანებაში. გეგმაზე უკვე დაწყებულია კომუნიკაცია ევროკავშირთან, ასახულია ყველა ის სამუშაო მიმართულება, რომელიც პრემიერის ლიდერობით უკვე დამტკიცდა საბჭოზე. პირველ კომუნიკაციას როგორც კი მივიღებთ ევროკავშირისგან, უკვე ყველას ექნება მოსაწვევი, რომ ჩაერთოს პროცესში, ვისაც რეალურად უნდა, რომ თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპში. არ ველით, რომ დესტრუქციული ძალები, რომელიც აქამდე საბოტაჟითა და ევროპული მომავლის დაბლოკვით იყო დაკავებული, რომ ახლა შეიცვლიან ზნეს და დღე და ღამე იმუშავებენ ამ რეფორმების შესრულებისთვის ჩვენთან ერთად". - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
15 დღე კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე - ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, ჯერ კიდევ ღიადაა დარჩენილი საქართველოს საკითხი.
ევროპულ საბჭოს ისევ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, გახდება თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყანა. ეს ყველაფერი კარგად იკითხება ევროპული საბჭოს განსახილველ დოკუმენტში. აქცენტი ისევ ცხრა პირობა და რეფორმების შესრულებაა. დეოლიგაქრიზაცია, დეპოლარიზაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა.