10 წლის წინ ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა ოკუპაციას არავინ განიხილავს - მაკფოლი
10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა ოკუპაციას არავინ განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთში შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი, „ტვიტერში“ წერს.
ასე ხდება, როცა დასავლეთში წარსულს ვივიწყებთ და მხოლოდ მომავალზე ვართ ფოკუსირებული. ბაიდენსა და პუტინს შორის 10 წლის წინ გამართულ შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველო იყო, ახლა კი ოკუპაციას არავინ განიხილავს. ვღელავ, რომ ყირიმის შემთხვევაშიც იგივე არ მოხდეს"- დაწერა რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა.