ქადაგიძის განცხადება სამართლიანია, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას - ეს ემოციური ფორმულირებაა - ვოლსკი
სასამართლოს კლანი ამერიკისგან ბოდიშს ელოდება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს მმართველი გუნდის წევრები დღეს იცავდნენ და მისი განცხადების შემსუბუქება რამდენიმე დეპუტატმა სცადა.
გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ბოდიშის მოთხოვნა ემოციური ფონი იყო და არა სამართლებრივ-პოლიტიკური.
მოსამართლეებს საფუძვლის გარეშე დაუწესო გარკვეული შეზღუდვა, თუნდაც მოგზაურობის, რასაკვირველია, ეს პოლარიზაციას უწყობს ხელს და ეს გამოსაყენებელი ხდება რადიკალური ოპოზიციისთვის. საქართველოს სასამართლო არის მოწინავე ადგილებზე, მათ შორის ევროკავშირის ფორმატშიც, აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, სამართლიანია ნინო ქადაგიძის განცხადება. ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას - ეს არის ემოციური ფორმულირება და არა სამართლებრივ-პოლიტიკური,“ - ამბობს ვოლსკი.
სანქცირებული მოსამართლეების პოზიციას იცავს "ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, რომელიც აშშ-ის კვლავ მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს.
ნებისმიერი შემთხვევაში ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომ როდესაც მე თქვენ გიწესებთ შეზღუდვას ან ბრალს გდებთ, მე ვალდებული ვარ, რომ ასეთი მტკიცებულებები მოვაყოლო, იმიტომ, რომ თქვენ გინჩდებათ საპირისპიროს მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.
სასამართლოს კლანი ამერიკისგან ბოდიშს ელოდება. მობოდიშებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ითხოვს. მისთვის მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის სანქცირება.