არა მარტო საბაჟოს, Duty Free მაღაზიის გაკეთებასაც აპირებენ - ვოლსკი საოკუპაციო რეჟიმის განზრახვაზე
"ვადასტურებ, რომ აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ისე რაღაც შენობების აგებას და არა მარტო საბაჟოს, Duty Free მაღაზიის გაკეთებასაც აპირებენ," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი აკეთებს.
"ოცნების" წევრი ამბობს, რომ ეს ერთგვარი "ტრიუკია" და საბაჟო საქართელოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ვერ იმუშავებს.
ვადასტურებ, რომ აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზე, რომ რაღაც საბაჟო სისტემის შემოღება უნდათ და სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემოტანა უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური "ტრიუკია" იმის გათალისწინებით, რომ ეს ენგურზე ორმხირვი შეთანხმება უნდა იყოს ნებისმიერი საბაჟო ურთიერთობისა, რაც ნონსენსია, გამორიცხულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. ისე რაღაც შენობების აგებას და არა მარტო საბაჟოს, Duty Free მაღაზიის გაკეთებასაც აპირებენ, შეიძლება ეს ვიღაცის ინტერესში იყოს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს, - ამბობს ვოლსკი.
ენგურზე საოკუპაციო რეჟიმი საბაჟო ტერმინალს აშენებს. ინფორმაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ დაადასტურა. ტერმინალი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და პირიქით, ტვირთების გატარებას მოემსახურება.