ნეხვის ურნებით უნდა დაგხვედროდათ მოსახლეობა - ხმაური და დაპირისპირება აჭარის უზენაეს საბჭოში

17.06.21 18:01
ნეხვის ურნებით უნდა დაგხვედროდათ მოსახლეობა - ხმაური და დაპირისპირება აჭარის უზენაეს საბჭოში

პლენარული სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ხმაურით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ერთმანეთს ფიზიკურად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ,,ქართული ოცნების" წევრი, ტიტე აროშიძე და ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი, ლევან ანთაძე,  დაუპირისპირდნენ. 

ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება. 

ნეხვით სავსე ურნებით უნდა დაგხვედროდათ მოსახლეობა, არ იყავით უმაღლეს საბჭოში შემოსაშვები'' - განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" მისამართით  ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა, ტიტე აროშიძემ, 

მოგვიანებით კი დასძინა, რომ პარტია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აკრძალვის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში.

მსგავსი სიახლეები