ივანიშვილის ამოცანაა, რომ საქართველო გაქრეს, როგორც აშშ-რუსეთის დაპირისპირების საკითხი - გიგა ბოკერია

17.06.21 18:19
ივანიშვილის ამოცანაა, რომ საქართველო გაქრეს, როგორც აშშ-რუსეთის დაპირისპირების საკითხი - გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს" ლიდერის შეფასებით,  ,,ქართული ოცნება" ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკას აწარმოებს. გიგა ბოკერიას აზრით, ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობაში  საქართველო დაპირისპირების საგანს არ წარმოადგენდეს. 

 ყველა ნიშანი გვაქვს იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო, მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებული ჰქონდა თავის პროგრამაში, რომ საქართველო გაქრეს, როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი დემოკრატიული ამოცანებისთვის უაღრესად საზიანოა  – აცხადებს გიგა ბოკერია. 

გუშინ ჟენევაში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა საქართველოს შესახებ. 

მსგავსი სიახლეები