"კლანური" მმართველობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას! - ვიოლა ფონ კრამონი
ძალიან შეშფოთებული ვარ - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ამავდროულად უკავშირდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებასაც. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. "კლანური" მმართველობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას!",- წერს ვიოლა ფონ კრამონი.