მანტია მამამ ჩააცვა - ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლედ დანიშნეს

17.06.21 20:10
მანტია მამამ ჩააცვა - ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლედ დანიშნეს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი საბჭომ მოსამართლედ დანიშნა. ეს უკანასკნელი 3 წლით, მცხეთის სასამართლოს მოსამართლედ გამწესდა.

ფაქტს არასამთავრობნო ორგანიზაციების კრიტიკა უკვე მოჰყვა: 

ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი მამა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს.

საგულისხმოა, რომ 2014 წელს ალექსანდრე გზირიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის მეუღლეა", - აღნიშნულია "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ "მამის დახმარებით რომ ადამიანი მოსამართლე ხდება, დღეს ასეთი ქვეყანაა საქართველო". 

დიახ, დღეს ეს მოხდა წავლენ ახლა და რომელიმე რესტორნაში აღნიშნავენ მორიგი მონის დანიშვნას.

ესაა დაპირებული რეფორმა? ან გატარებული რეფორმების შედეგი

ამ ქვეყანაში მხოლოდ კლანები და მათი ოჯახები უნდა დარჩნენ

სრულიად უპესპექტივო და უიმედო მდგომარეობაა უბრალოდ მაინტერესებს, რა დავაშავეთ ასეთი- წერს ჯანეზაშვილი.

შენიშვნა: ფოტოს მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს.