არავის არ უწყვეტენ ჟანგბადს, ჟანგბადი ეწყვიტებოდათ ადრე - ლომინაძე პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე
"არავის არ უწყვეტენ ჟანგბადს," - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა ლომინაძე პარტიების დაფინანსების წესის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებს.
კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდა და რომლის განხილვაც დღეიდან დაიწყება, პარტიების დაფინანსება შეიზღუდება. "ოცნების" პროექტით იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულების გაკეთება აღარ შეეძლებათ.
"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის კრიტიკის არ ესმით და ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი არავის არ ზღუდავს.
არავის არ უწყვეტენ ჟანგბადს, ჟანგბადი ეწყვიტებოდათ ადრე, რაღაც გეშლებათ,“ - ამბობს ზაზა ლომინაძე.