მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის - კალაძე ენმ-ზე

04.12.23 12:43
მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის - კალაძე ენმ-ზე

"პროცესები, რაც მიმდინარეობს ენმ-ში, ეს არის მათი შიდა დაპირისპირება, მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია, ვის რა თანამდებობა ექნება," - ასე აფასებს ენმ-ში მიმდინარე პროცესებს თბილისის მერი კახა კალაძე.

კალაძე ენმ-დან რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ პროცესები უფრო გამწვავდება. 

რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან, გვახსოვს მათი მმართველობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და შეიძლება ეს იყოს სამაგალითო და საჩვენებელი როგორი არ უნდა იყო ხელისუფალი და როგორ არ უნდა იქცეოდე მთავრობაში ყოფნის დროს. დღეს ისინი აგრძელებენ ამ ყველაფერს ოპოზიციაში და შეიძლება ითქვას, რომ საჩვენებელი იყოს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.

დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება, გამწვავდება, ასე მგონია, თუმცა ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო არ არის, რა ხდება ენმ-ში, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი გამოწვევაა ქვეყანაში და უნდა ვიყოთ დაკავებული ამ ყველაფრით,“ - ამბობს კალაძე.

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა. "ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნა გიორგი კირთაძეც და მირდატ ქამადაძეც.

მსგავსი სიახლეები