პარტიის თავმჯდომარე არ შეიცვლება - ირაკლი კობახიძე

17.06.21 21:58
პარტიის თავმჯდომარე არ შეიცვლება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე იცვლება და კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. 

მისი თქმით, ეს თემა ოპოზიციამ "რაღაცის გადასაფარად" შემოაგდო. 

კობახიძე აღნიშნავს, რომ  ის საარჩევნო კამოანიაში იქნება ჩართული და შტაბს უხელმძღვანელებს. 

მან ასევე გამორიცხა ინფორმაცია, რომ პროცესები მისი გადაყენების შესახებ მისი გვერდის ავლით მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები