თუ ნიკა მელია შექმნის პარტიას, უდიდესი ალბათობით, მის პარტიაში ვიქნები - კირთაძე

04.12.23 13:31
თუ ნიკა მელია შექმნის პარტიას, უდიდესი ალბათობით, მის პარტიაში ვიქნები -  კირთაძე

თუ ნიკა მელია შექმნის პარტიას, უდიდესი ალბათობით, მის პარტიაში ვიქნები - ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, გიორგი კირთაძემ "პირველებთან" გააკეთა. 

მისი თქმით, "უაზრობისთვის წერტილის დასმა გუშინ გადაწყვიტეს".

"სიმართლე იმ მხარეს არის, სადაც ვართ ჩვენ"- ამბობს კირთაძე. 

კითხვაზე ახალი პლატფორმიდან ბრძოლა, ნიშნავს თუ არა, ნიკა მელიასთან ახალ პოლიტიკურ პარტიას? - პოლიტიკოსი ამბობს: 

"თუ იმას მეკითხებით, რომ ვაპირებ თუ არა რომელიმე მოქმედ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას - არა. თუ ნიკა მელია შექმნის პარტიას, ვიქნები თუ არა მისი პარტიის წევრი, უდიდესი ალბათობით კი. 

მიმაჩნია, რომ ნიკა მელია ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე გამოკვეთილი, რეიტინგული პოლიტიკური ლიდერია. დანარჩენი უახლოეს პერიოდში გამოჩნდება"- ამბობს კირთაძე. 

ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა. მათ შორის არიან გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი.  მისი თქმით, " ეს ადამიანები რვა-ცხრა თვეა გასულები არიან პარტიიდან და ამ ხნის განმავლობაში, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ პარტია დაეზიანებინათ". 

მსგავსი სიახლეები