კობახიძე ამბობს, რომ გახარიას გუნდი აქტივისტებსა და ბიზნესმენებს ივანიშვილის პროექტად აცნობდა თავს

17.06.21 22:21
კობახიძე ამბობს, რომ გახარიას გუნდი აქტივისტებსა და ბიზნესმენებს ივანიშვილის პროექტად აცნობდა თავს

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გახარიას გუნდი ივანიშვილის სახელით ბოროტად სარგებლობდა. 

როგორც "რეაქციაში" სტუმრობისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილი იძულებული გახდა წერილი გამოექვეყნებინა. 

ივანიშვილის წერილის გამოქვეყნების მიზეზი იყო ის, რომ ვიღაც-ვიღაცები ბოროტად სარგებლობდნენ ივანიშვილის სახელით. პირდაპირ დადიოდნენ, გახარიას გუნდის წევრები  და კამპანიას აწარმოებდნენ, ხვდებოდნენ აქტივისტებს, ბიზნესმენებს და ა.შ. და ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ასეთ დროს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ადამიანი უარყოფს იმ სპეკულაციებს, რომლებიც მის სახელს უკავშირდება"- თქვა კობახიძემ.