"დელტა ტექსტილს“ რაც შეეხება, იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან, ვფიქრობთ, ონლაინ მაღაზია გავაკეთოთ - თავდაცვის მინისტრი

04.12.23 17:35
"დელტა ტექსტილს“ რაც შეეხება, იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან, ვფიქრობთ, ონლაინ მაღაზია გავაკეთოთ - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, „დელტა ტექსტილის“ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნის გამო ონლაინ მაღაზიის გახსნა განიხილება. მინისტრმა ეს განცხადება მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

"დელტა ტექსტილს“ რაც შეეხება, იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან და თუნდაც ჯარისკაცების ახლობლებისგან, იმდენად მოსწონს ყველას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი, რომ ვფიქრობთ, ონლაინ მაღაზია გავაკეთოთ. ვფიქრობთ, პოპულარიზაციისთვის ცუდი არ იქნება, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ეცმევათ, ვთქვათ სპორტულები, რომელსაც ეწერება „თავდაცვის სამინისტრო“ ან „თავდაცვის ძალები““, - განაცხადა ბურჭულაძემ.

„დელტა ტექსტილი“ არის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს „დელტას“ შვილობილი, რომლის ამოცანაა, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის საველე და ყოველდღიური ფორმების წარმოება.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სისტემის მხილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მატლებდასეულ თევზს დაზიანებული ნაწილები მოჭრეს, შემდეგ მოამზადეს და ასე გაიტანეს ჯარისკაცების საკვებად. ფაქტებზე სასამართლოში, ფიცის ქვეშ სწორედ იმ ადამიანმა ისაუბრა, რომელსაც საკვების კონტროლი ევალებოდა. 

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი დალი ჭელიძე კი "შაბათის ეთერთან" ყვება რომ წუნდებული აქტი „დელტა ტექსტილში“ შეკერილი ტანსაცმლისა და თეთრეულის გამო შეადგინა.

მსგავსი სიახლეები