ორბანის ცუდი ქცევა პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე - ჯაფარიძე

05.12.23 13:52
ორბანის ცუდი ქცევა პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე - ჯაფარიძე

ორბანის ცუდი ქცევა პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე - ასე ეხმაურება "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უნგრეთის ლიდერის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს.

ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში ორბანის მეგობარი და მოკავშირეა.

აქ პრობლემა იმაშია, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში უნდა იყოს ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების მხარეს, უნდა გვყავდეს ლობისტები, რომლებიც, მათ შორის საქართველოს ინტერესებს დაიცავენ. სამწუხაროდ, საქართველო, ამ შემთხვევაში არის ორბანის მეგობარი და არის აქეთა მხარეს. ორბანის ცუდი ქცევა პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე". - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

"პირველებმა" მოიპოვა ვიქტორ ორბანის წერილი, სადაც უნგრეთის ლიდერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე უგზავნის წერილს, სადაც ორბანი ამბობს, რომ ადრეა უკრაინასთან მიმართებით საუბრის დაწყება ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას.

უნგრეთის ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი ჯერ მზად არ არის გაფართოებისთვის და ამ ფორმით, პუტინის მოკავშირე საერთოდ ბლოკავს ევროკავშირში გაფართოებას, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მთავარი პოლიტიკაა.