დატოვეთ საკრებულოს მანდატები და თანამდებობები - ანა წითლიძე ყოფილ ყოფილ თანაგუნდელებს
დატოვეთ საკრებულოს მანდატები და თანამდებობები - ამ მიმართვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აკეთებს. ის მიმართავს ყოფილ თანაგუნდელებს ზუგდიდის საკრებულოდან, რომლებმაც ენმ დღეს დატოვეს.
ანა წითლიძე მათ მოუწოდებთ, რომ პარტიიდან წასვლის შემდეგ, დატოვონ ის მანდატები, რომლებიც როგორც ენმ-ის წევრებმა ისე მოიპოვეს.
მე ასევე აუცილებლად უნდა დავამატო, ბოლომდე გულწრფელები რომ იყვნენ ეს ადამიანები, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, რომ თუ თქვენ ხართ ბოლომდე გულწრფელები, დატოვეთ ენმ, ასევე, უნდა დატოვოთ "ნაციონალური მოძრაობით" მიღებული მანდატები საკრებულოში და "ნაციონალური მოძრაობით" მიღებული თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარეის მოადიგლეების, კომისიების და მაღალი ხელფასები, რომელიც მათ აქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ენმ-ის წევრები და მაჟორიტარი კანდიდატები.
ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებზე ერთიანობაზე, მიხეილ სააკაშვილის ერთიანობის მანიფესტზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნიკა მელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია, როდესაც არ გაითვალისწინეს მიხეილ სააკაშვილის არცერთი განცხადება და არცერთი მოწოდება ერთიანობასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები თავიანთი პოზიციებით ისედაც ძალიან დიდი ხანია არ მოდიოდნენ თანხვედრაში პარტიის პოზიციებთან ერთად, დღეს უბრალოდ გააფორმეს ასე ოფიციალურად," - განაცხადა ანა წითლიძემ.