"საკრებულოში მანდატებს არ ვტოვებთ" - ენმ-დან წასული წევრები

05.12.23 17:13
"საკრებულოში მანდატებს არ ვტოვებთ" - ენმ-დან წასული წევრები

"საკრებულოში მანდატებს არ ვტოვებთ, გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივად" - ასე პასუხობენ ენმ-ის ახალი მენეჯმენტის განცხადებას პარტიის ყოფილი წევრები. მას შემდეგ, რაც ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთმა წევრმა დატოვა, ისინი ამბობენ, რომ მანდატების დატოვებას არ გეგმავენ. 

რა უნდა ვუპასუხო ახალ მენეჯმენტს - წასულებს, მოსულებს, ზოგს წასულებს - მიშა სააკაშვილის ჯართში ჩამოწერით, იდაყვით, მერე თვითონ მიშას მაძღრობის სიმპტომით და ა.შ. მოსულებმა როგორ უნდა გვითხრან და მე პირადად, ვინ უნდა მითხრას, რომ 22 წლის განმავლობაში, როდესაც ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ამ პარტიაში მაქვს გატარებული, ახლა მანდატი დავტოვო. მანდატს ვინარჩუნებთ იმიტომ, რომ აქ ყველაზე მეტად რაც „ქართულ ოცნებას უნდა“, ეს არის, რომ ჩვენ მანდატები დავტოვოთ,“ - ამბობს სიმონ ჯაფარიძე.

დატოვეთ საკრებულოს მანდატები და თანამდებობები - ამ მიმართვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აკეთებს