"ოცნების", როგორც რუსული ხელისუფლის მიზანია, არ ჩართოს პოლიტიკაში ემიგრაცია - კუპრაძე

05.12.23 17:45
"ოცნების", როგორც რუსული ხელისუფლის მიზანია, არ ჩართოს პოლიტიკაში ემიგრაცია - კუპრაძე

ემიგრანტების ხმა არჩევნებზე - "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუორაძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას არ სურს, რომ პოლიტიკაში ემიგრაცია ჩართოს და სწორედ ამიტომ უშლის ხელს საარჩევნო უბნების აგხსნას საზღვარგარეთ სხვადასხვა ქალაქებში.

"ქართული ოცნების", როგორც რუსული ხელისუფლის მიზანია, არ ჩართოს პოლიტიკაში ემიგრაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, არის გაბრაზებული "ოცნებაზე" და ისინი მაქსიმალურად ხელს შეუშლიან, თუმცა შესაძლებლობა, რომ ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე არსებობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების გზით და რაც მთავარია თავად ემიგრანტების და  ქართული საზოგადოების აქტიურობით არის შესაძლებელი, რომ გაჩნდეს საარჩევნო უბნები, იქ სადაც არიან მობილიზებულები ემიგრაციის დიდი ჯგუფები",- აცხადებს ირაკლი კურპაძე. 

"ქართული ოცნება" ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს - მმართველი პარტია აანონსებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო უბნები არ არსებობს, არც გახსნიან. ამ გადაწყვეტილებით კი საქართველოს ათასობით  მოქალაქე ხმის უფლების გარეშე რჩება, რადგან ევროპის ქალაქებში საარჩევნო უბნები მხოლოდ დედაქალაქებში იხსნება და იქ ჩასვლას ემიგრანტები სხვა ქალაქებიდან ვერ ახერხებენ.