გვქონდა შესაძლებლობა მაიკ პენსს გავსაუბრებოდით ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე ვიყოთ ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე - ხაბეიშვილი
"გვქონდა შესაძლებლობა მაიკ პენსს გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, IDU ფორუმზე მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი - მაიკ პენსია.
ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი- მაიკ პენსია.
გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე.
#თავისუფლებამიშას #ერთიანინაციონალურიმოძრაობა," - წერს ხაბეიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან. ამ წუთებში პარტიის ლიდერები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმს ასევე ესწრება პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე.