ბზარი რომ არ მომხდარიყო მათ შორის, ეხლაც პრემიერ-მინისტრი იქნებოდა - ბოკერია გახარიაზე

18.06.21 11:09
ბზარი რომ არ მომხდარიყო მათ შორის, ეხლაც პრემიერ-მინისტრი იქნებოდა - ბოკერია გახარიაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ გიორგი გახარია თავდასხმის ობიექტი პარტიაში არსებული დაპირისპირების  გამო გახდა. ბოკერიას თქმით, გახარია სწორედ 20 ივნისის შემდეგ დააწინაურეს, ამიტომ კობახიძის კრიტიკა ამ საკითხზე არადამაჯერებელია.

უკიდურესი აგრესიით და უდიდესი დამცირებით აღწერენ დღეს ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ ყველაზე დიდი მენეჯერად საქართველოს ისტორიაში და რის გამოც აკრიტიკებენ, იმ ამბების მერე პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ბზარი რომ არ მომხდარიყო მათ შორის, ეხლაც პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. ამ ადამიანების სიტყვას ფასი არ გააჩნია, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, იმ მომენტში ოლიგარქთან ვინ არის კარგ ურთიერთობაში", - ამბობს ბოკერია.