როდის დასრულდება ენმ-დან წასვლების სერია - გიორგი ბოტკოველის კომენტარი

06.12.23 14:43
როდის დასრულდება ენმ-დან წასვლების სერია - გიორგი ბოტკოველის კომენტარი

მუნიციპალიტეტების საკრებულობეს ენმ-ს წევრები ჯგუფ-ჯგუფად ტოვებენ - პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის თქმით,  ენმ-დან წასვლების სერია კიდევ სამი დღე გაგრძელდება და დასრულდება.

ბოტკოველი ამბობს, რომ ახალი არაფერი მომხდარა, რადგან  ამ ადამიანებმა 10 თვის წინ მიიღეს უკვე პარტიის დატოვების გადაწყვეტილება და მიუხედავად ერთობის მცდელობისა, რასაც სააკაშვილის მანიფესტი ისახავდა მიზნად, მათ ახალი შანსი არ გამოიყენეს და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მათთვის არის უკეთესი.

ახალი არაფერი არ მომხდარა, თუ ამ ადამიანების, ვინც იქ იდგნენ, ფეისბუქ სტატუსებს ნახავთ, 10 თვის წინანდელს, მათ იმ დროს დატოვეს უკვე პარტია. ეს ადამიანები, დაახლოებით 10 თვეა პარტიულ ცხოვრებაში ფაქტიურად არ მონაწილეობენ. მათი განაცხადი უკვე გაკეთებული იყო, დღეს დადგა ჟამი ალბათ, რომ ეს ტელევიზიით უნდა გაეკეთებინათ. ეს თუ პიარის ნაწილია, ეს სამი დღე გაგრძელდება და დასრულდება. თითოეული ადამიანის წავლა, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია პარტიისთვის, მაგრამ თითოეული ადამიანის ყოფნა, რომელიც პარტიაში უნდა იყოს და უნდა მუდმივად აზიანოს ენმ გაკეთებული განცხადებებით, ალბათ, მათთვის ასე უნდა სჯობდეს და მათთვის ასე სჯობს. გუშინ მიხეილ სააკაშვილმაც გაავრცელა განცხადდება. ჩენ და მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ ადამიანებისთვის ისევ გახსნილიყო პარტიის კარი, ის მანიფესტი სწორედ ამას ემსახურებოდა, მაგრამ ის კომპლექსები, რაც ადამიანებს წაგების შემდეგ გაჩნიათ დაშიდა არჩევნებმა რატომ უნდა მიაღებინოს ასეთი გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, ეს არის უხერხული.

კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი ადამიანის წასვლა გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს პროცესი ჩვენ უკვე გავიარეთ. ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩვენ ვიცოდით 7 თვის წინაც და 9 თვის წინაც. ყველა ამ მუნიციპალიტეტში არის მყარი ძლიერი პარტიული ორგანიზაცია, რომელიც მზად არის იმ ბრძოლისთის, რომელიც ჩამოშლის რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს",- განაცხადა ბოტკოველმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

დღეს ხობის საკრებულო ენმ-ს 10-მა წევრმა დატოვა.