კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და ზეწოლა პატიმრებზე - ლომჯარიას ანგარიში პარლამენტს

18.06.21 11:55
კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და ზეწოლა პატიმრებზე - ლომჯარიას  ანგარიში პარლამენტს

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ საკითხად არაფორმალური, კრიმინალური სუბკულტურაც მოხვდა. ნინო ლომჯარია ყურადღებას ამახვილებს, რომ პენიტენციური სისტემის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლა, არასათანადო მოპყრობა, ხორციელდება. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ადმინისტრაციული დაკავებისას მოპყრობის გაუარესების ტენდენცია აღინიშნება, შესწავლილი 463 შემთხვევიდან 34.3%-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც მიყენებული იყო დაკავებისას, ან დაკავების შემდეგ.

შევისწავლეთ ყველა ის საქმე, სადაც პატიმრებმა მიმართეს სამარალდამცავ ორგანოებს და ისინი აღნიშნავდნენ, რომ  კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების მხრიდან მათ მიმართ ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის დანაშაულებრივი ქმედებები. იყო მუქარა, ცემა, გამოძალვა, ეკონომიკური დანაშაულები, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პატიმრები, ასევე  გამოკითხული მოწმეები, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც კი,  ჩვენებებში ადასტურებდნენ მსგავსი სქემის არსებობას. პროკურატურის ორგანოებს და  პენიტენციური სამსახურის  შიდამონიტორინგის ორგანოს მსგავს საქმეებზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენია და არ დასჯილა პასუხისმგებელი პირები", - თქვა ლომჯარიამ პარლამენტში. 

ნინო ლომჯარია ომბუდსმენის  2020 წლის ანგარიშს პარლამენტს ამ წუთებში აცნობს.