პენსიები, გარდა იმისა, რომ 1000 ლარი უნდა გახდეს, ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს - სურგულაძე
"ლელოს" ინიციატივა - პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ხარჯები პარტიის ლიდერებმა უკვე დათვალეს და პენსიების 1000 ლარამდე გაზრდა სრულიად რეალისტურია.
მეტიც, ვატო სურგულაძის თქმით, პენსია მხოლოდ 1000 ლარი კი არ უნდა იყოს, ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს.
პენსიები, გარდა იმისა, რომ 1000 ლარი უნდა გახდეს, ის ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს. არა ისე, როგორც ღარიბაშვილს უნდება, აქ 20 ლარს მოვუმატებ და იქ 50-ს, არამედ რეალისტურად. ჩვენ დათვლილი გვაქვს, გაწერილი გვაქვს და ვიცით, რომ სრულად რეალისტურია, თუ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება იქნება. ვხედავთ, ქვეყანაში რაც ხდება, როდესაც გვესაუბრებიან ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, 50 ოჯახის კეთილდღეობა რომ იზრდება, ესაა ეკონომიკური ზრდა?",- ამბობს ვატო სურგულაძე.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ლელო" პენსიას 1000 ლარამდე გაზრდის. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.