სანქციები იმსახურებს განხილვას - ნაცვლიშვილი სამადაშვილის ინიციატივაზე

18.06.21 13:09
სანქციები იმსახურებს განხილვას - ნაცვლიშვილი სამადაშვილის ინიციატივაზე

ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სალომე სამადაშვილის ინიციატივას ეხმაურება. ნაცვლიშვილის თქმით, მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ერთგვარი დისკომფორტის შემქმნელი ინსტრუმენტია, რომელიც განხილვას იმსახურებს. 

სანქციები, ისევე როგორც სხვა ზომები რომელიც შეიძლება იქნას მიღებული, როგორც მათთვის დისკომფორტის შემქმნელი ინსტრუმენტი  იმსახურებს განხილვას. სასამართლო სისტემის რეალურ გაჯანსაღებას და სამართლიან სასამართლო  რელსებზე გადაყვანას სჭირდება ქირურგიული ცვლილება, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

სამადაშვილი  ითხოვს, სანქციები დაუწესდეს ყველა იმ მოსამართლეს, ვინც "ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება".