კრიტიკა გადაჭარბებულია, სასანქციოდ არ არის საქმე - სარჯველაძე სამადაშვილის ინიციატივაზე

18.06.21 13:16
კრიტიკა გადაჭარბებულია, სასანქციოდ არ არის საქმე - სარჯველაძე სამადაშვილის ინიციატივაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სალომე სამადაშვილის ინიციატივა მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, აზრს მოკლებულია. სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს დღის წესრიგში ახალი საკითხი შემოიტანოს.

არავითარი მსგავსი ვარაუდების შექმნისთვის რასაც აკეთებს ოპოზიცია საფუძველი არ არსებობს, არათუ სასანქციოდ არ არის საქმე, არამედ გადაჭარბებულინ კრიტიკა რომელსაც ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან მე ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში გადახედვას საჭიროებს, იმიტომ რომ ფაქტობრივ შეცდომაზე დაფუძნებით ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ეს არ არის სწორი. კრიტიკიული უნდა იყოს ოპოზიცია მაგრამ აქაც გადაჭარბების საჭიროება არ არსებობს", - ამბობს მიხეილ საჯრველაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ ახალი ინიციატივის შესახებ პარლამენტში განაცხადა. სამადაშვილის ინიციატივით, აუცილებელია ყველა მოსამართლეს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, სანქციები დაუწესდეს.