ასეთ მნიშვნელოვან კადრებს ასე არ კარგავენ - ანა ბუჩუკური ნატალია საბანაძეზე

18.06.21 13:29
ასეთ მნიშვნელოვან კადრებს ასე არ კარგავენ - ანა ბუჩუკური ნატალია საბანაძეზე

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური, ადასტურებს, რომ გახარიას გუნდისთვის ნატალია საბანაძე ღირებული კადრია, თუმცა არ აკონკრეტებს, შეუერთდება თუ არა ყოფილი ელჩი მათს ერთობას. 

ასეთ მნიშვნელოვან კადრებს ასე არ კარგავენ. ქალბატომა ნატამ თვითონ ახსნა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ქალბატონი ნატას გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან ღირებული, შემოუერთდება თუ არა ჩვენ პარტიას, დროთა განმავლობაში ვნახავთ", - ამბობს ანა ბუჩუკური. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუში მიანიშნა, რომ ნატალია საბანაძემ დიპლომატიური თანამდებობა სავარაუდოდ, მმართველ გუნდთნ დაპირისპირების შემდეგ დატოვა. კობახიძემ თქვა, რომ ნატალია საბანაძე დემარშით არ წასულა და ყველაფერი "საპირისპიროდ მოხდა".  

ნატალია საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობა მარტში დატოვა. 2 დღის წინ კი საბანაძე გიორგი გახარიასთან ერთად ბრიუსელში გამოჩნდა.